დეტექტიური გამოცანა

3
?მაშ ასე ?შეპირებული დეტექტიური გამოცანა - „ფულის სახელით“ ? - „ჩქარა გამათავისუფლეთ. ძალები მელევა უკვე. ამ ღამით ვიღაც ბოროტმოქმედი შემოიჭრა ჩემს ბინაში, გამკოჭა და ჩემი მეუღლის სამკაულები მოიპარა. მიუხედავად იმისა, რომ სამკაულები დაზღვეულია, მაინც კარგი იქნებოდა, თუ დამნაშავეს მანამ იპოვნეთ, სანამ ჩემი მეუღლე შეიტყობს ამ ამბავს.“ ?️‍♀️”მომიყევი ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა” - ჰკითხა ინსპექტორმა ვარნიკემ და დაიწყო მილერის თოკებისგან განთავისუფლება. ? - „საათის საათს მისდევდა, დამღლელ მოლოდინში იმ კეთილი სულისა, რომელიც გამათავისუფლებდა. დილით გავიგე, როგორ შეაცურა ფოსტალიონმა გაზეთი კარებში გამოჭრილ წერილების ჩასაგდენ ნასვრეტში. ყვირილი დავიწყე, რომ დაურეკე პოლიციას. როგორც ჩანს, მან გაცნობათ რა მოხდა და თქვენც აქ ხარ“. ?️‍♀️ ინსპექტორი ერთი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი თქვა: ”იცით, მიულერ, რა ხდება სადაზღვევო კომპანიის მოტუების მცდელობისათვის? დაისჯებით არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი მეუღლეც. ასე მზრუნველურად ხომ მან დაგაბათ სკამზე. თქვენი მეუღლე, როგორც თანამზრახველი, ასევე ვერ შეძლებს წყლიდან მშრალად გამოსვლას“. ? რატომ გადაწყვიტა ინსპექტორმა ვარნიკემ, რომ მიულერი იტყუებოდა? როგორია თქვენი ვერსია? თქვენი პასუხები გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში... ? გაითვალისიწინეთ, რომ პასუხი ფოტოზეა მოცემული...
3