ცერცვაძე: პლაზმის შეგროვება უკვე დავიწყეთ, ახლა უნდა გამოჩნდეს შესაფერისი პაციენტი

ByOn.geGeorgia
0
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის შეგროვება უკვე დაიწყეს, ახლა კი შესაფერისი პაციენტი უნდა გამოჩნდეს. როგორც ცერცვაძე განმარტავს, პლაზმით მკურნალობისთვის უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა ეფექტი არ მისცა. ამასთან უნდა დაემთხვას სისხლის ჯგუფი და სხვადასხვა პარამეტრები. მისივე თქმით, პლაზა მასიური მკურნალობის მეთოდი ვერ გახდება.
#news
#Covid19
ByOn.geGeorgia
0