? ⛵ლეგენდის თანახმად მიწიერი სამოთხე ინდოეთის ოკეანეში, 1190 კუნძულადაა გაფანტული. თეთრი სანაპიროები, მარჯნის გამოქვაბულები, ქოქოსის და ბანანის პალმები, ფირუზისფერი წყალი, ულამაზესი წყალქვეშა სამყარო, ბუნგალოები წყალში და ხმელეთზე. მართალია ყველას თავისი სამოთხე აქვს დედამიწაზე, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მალდივის კუნძულები ნამდვილი სამოთხეა, რომელიც დედამიწელებს გვერგო საჩუქრად! ?
??მალდივები აზიის ყველაზე პატარა და პლანეტის ყველაზე დაბალი ქვეყანაა, რომელიც ზღვის დონიდან 1.5 მეტრს არ სცდება. მოიცავს 26 მარჯნის კუნძულს. თითოეული კუნძული კი ოკეანის ქვეშ მდებარე მთათა დიდი სისტემის მწვერვალს წარმოადგენს. ??
??ტურისტული თვალსაზრისით კუნძულები მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებენ, უკვე დიდი ხანია. მალდივები ერთ-ერთ რომანტიკულ ადგილად ითვლება დედამიწაზე, ამიტომ ის იზიდავს წყვილებს, ახალდაქორწინებულებს ან უბრალოდ, ეგზოტიკური დასვენების მოყვარულებს. ის დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ სასტუმროებს, სპა ცენტრებსა და მასაჟის კაბინეტებს, ეგზოტიკურ რესტორნებსა და სათავგადასავლო ექსკურსიებს ??
?? ექსკურსია მალდივებზე: აუცილებელია მოინახულოთ ცენტრი -მალე, სადაც განლაგებულია ძველი მეჩეთი, ისლამური ცენტრი, ნაციონალური მუზეუმი, საპრეზიდენტო სასახლე, ასევე ხელოვნური სანაპიროები და სუვენირების მაღაზია, სადაც თითოეული ნივთი ხელოვნების ნიმუშია.??
??♂️აუცილებლად უნდა გაისეირნოთ შუშისძირიანი ნავით, რათა ნახოთ ოკეანის საოცარი სილამაზე. არანაკლებ შთამბეჭდავია ჰიდროთვითმფრინავით გასეირნება. ??
??ძალზე პოპულარულია საქორწინო ტურებიც, მალდივებზე განსაკუთრებული ტრადიციები არსებობს, რომელსაც რამდენიმე სასტუმრო სთავაზობს სტუმრებს: Coco Palm Resort & Spa; Full Moon Maldives; Hilton Maldives Resort & Spa; Huvafen Fushi; Kurumba Maldives ეს სასტუმროები მსურველებს სთავაზობენ ქორწილის ორგანიზებას კუნძულზე, ხოლო სასტუმროში დაბრუნებულ ახალდაქორწინებულ წყვილს ადმინისტრაციისგან უამრავი საჩუქარი ელის.?
??მალდივებზე ღამის კლუბები და დისკოთეკები არ არის, ალბათ ამაშია ამ კუნძულების ხიბლიც, თუმცა ზოგიერთი სასტუმრო დამსვენებელს სთავაზობს საღამოსა და ღამის პროგრამებს. მსურველებს შეუძლიათ გაერთონ დაივინგითა და სათევზაო ტურით. ?
??? მალდივები არის სამოთხე დედამიწაზე, მაგრამ... ოკეანის დონე მატულობს და კუნძულები მალე წყლით დაიფარება. ???