გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ

0
გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი აგრარული ბაზრის გახსნას დ ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ბაზარი არის ღია ტიპისა და მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აქვთ ვაჭრობის შესაძლებლობა. მოვაჭრეების განცხადებით, ადმინისტრაცია ბაზარს ვერ ხსნის, რადგან შიშობენ, რომ დაჯარიმდებიან. თუ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მოვაჭრეები აქციებსა და გზის გადაკეტვას გეგმავენ.
#პანდემია
#აქცია
#ბაზარია
#tbilisidaily
0