ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142590 აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ნანახი აქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამ განცხადებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა ნანახი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია თქვას, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა.. „კორონავირუსი ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა და ეს მიუღებელია. ახლა ვიკვლევთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე ვერსია და სწორედ ეს პასუხი განსაზღვრავს, ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, – განაცხადა ტრამპმა.
0