TikTok უკვე 2 მილიარდჯერ გადმოიწერეს

0
?? TikTok მსოფლიო პანდემიის პირობებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს და დღეს ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელის აპლიკაცია 2 მილიარდჯერ გადმოიწერეს. მხოლოდ ბოლო სამ თვეში კი ის 315 მილიონჯერ გადმოწერეს. ?? ?? აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვებში არაა გათვალისწინებული ჩინეთში არსებული აპლიკაციების მარკეტების მონაცემები, რადგან ქვეყანაში Google Play Store-ის გამოყენება აკრძალულია. Sensor Tower-ის განცხადებით, ყველაზე მეტი მომხმარებელი სოციალურ პლატფორმას ინდოეთში, ჩინეთსა და აშშ-ში ყავს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ გადმოწერილი აპლიკაცია სულაც არ ნიშნავს, რომ პლატფორმას ამავე რაოდენობის აქტიური მომხმარებელი იყენებს. ??
#tiktok
#technology
#tech
#news
#opinion
#art
#photo
#goodplaces
0