ჩინეთი ტრამპს უპირისპირდება?

0
ამერიკის პრეზიდენტმ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი მას უპირისპირდება და ყველაფერს გააკეთებს მის დასამარცხებლად ნოემმბრის არჩევნებში. საინფორმაციო სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა ჩინეთის შესახებ მკაცრად და კრიტიკულად ისაუბრა და თქვა, რომ ის არაერთ სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმის თაობაზე, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს ჩინეთის ქმედებებს ვირუსთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპი იმ ერთ-ერთ ლიდერთაგანია, რომელიც ჩინეთს საკმეოდ ღიად უპირისპირდება და ბრალს გულგრილობასა და ფაქტების დამალვაში სდებს. ამერიკის პრეზიდენტი პეკინს ინფორმაციის დამალვაში და პანდემიის გავრცელების მასშტაბებში ადანაშაულებს. პანდემიამ შეერთებულ შტატებში სულ მცირე 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა ამერიკული ეკონომიკაც. ამერიკის პრეზიდენტს თავადაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შეერთებული შტატები საკმარისად და დროულად მომზადებული არ შეხვდა ვირუსის გავრცელებას. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთს მსოფლიოსთვის უფრო ადრე უნდა ეცნობებინა ვირუსის შესახებ. ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მე ამ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დავმარცხდე, - ამბობს ტრამპი. მისი თქმით, პეკინს პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს, რათა მან ის წნეხი შეამსუბუქოს, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყანას ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით შეუქმნა. ისინი (ჩინეთის მთავრობის წევრები) გამუდმებით იყენებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, პიარს იმისთვის, რომ თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინონ, - დასძინა მან. რაც შეეხება იმ გამოკითხვებს, რომელთა თანახმადაც წინასაარჩევნო მარათონში ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს, ტრამპი ამბობს, რომ ამ გამოკითხვების არ სჯერა. წყარო - ამერიკის ხმა
#usa
#americanvoice
#headline
#china
#coronavirus
0