ილონ მასკი კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება

0
კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აგრძელებს კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გაპროტესტებას და სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი წარწერით „თავისუფლება“ (Liberty). 30 აპრილის დილით გამოქვეყნებული პოსტი სულ 2 საათის მანძილზე იყო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, შემდეგ კი იგი წაიშალა. ილონ მასკმა ერთი დღით ადრეც გამოაქვეყნა პროტესტის შემცველი პოსტი Twitter-ზე, სადაც „ფაშისტური“ უწოდა არსებულ შემზღუდავ ნორმებს და აღნიშნა, რომ ხალხის „იძულებითი გამოკეტვა ხდება“ სახლებში. „ჩემი აზრით, ადამიანების სახლებში იძულებითი გამოკეტვა მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. ეს ძირს უთხრის ამერიკის იმ ფუნდამენტურ მოცემულობას რასაც თავისუფლება ჰქვია და რის საფუძველზე შეერთებული შტატები არის აგებული“, - განაცხადა მასკმა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მხარს უჭერა აშშ-ის რამდენიმე შტატის მიერ გამოხატულ პროტესტს ამკრძალავი ნორმების წინააღმდეგ. დამატებით მან Twitter-ზე დაწერა ფრაზა „FREE AMERICA NOW”. გასულ კვირას, კომპანია Tesla-მ თავდაპირველად უგულებელყო სახელმწიფოს მოთხოვნები, რომლის მიხედვით 4 მაისამდე აკრძალული იყო დასაქმებულთა სამსახურებში გაყვანა და ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მუშაობა 29 აპრილიდან უნდა განეახლებინათ, მოგვიანებით კი უკან დაიხია და დაემორჩილა არსებულ მიდგომებს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Elon Musk posted then hastily deleted a tweet saying 'LIBERTY' surrounded by US flags after calling coronavirus lockdowns 'fascist' (30.04.2020), www.businessinsider.com
#coronavirus
#TESLA
#Musk
#headline
#opinion
#fascist
0