ზუგდიდში 55 წლამდე კაცმა თავი მოიკლა – მოტივი, შესაძლოა, უმუშევრობა ყოფილიყო

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჩხორიაში 55 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, მამაკაცს ორი სტუდენტი შვილი ჰყავს. „საშინელება დატრიალდა, ხაიშში მუშაობდა სახერხ საამქროში და სამსახური დაკარგა. სახლში რომ დაჯდა და სამსახური დაკარგა ამას განიცდიდა“, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ
0