ეს ამბავი კომენდანტის საათის დაწყაბამდე 3 წუთით ადრე მოხდა – „მოულოდნელობისგან გავშტერდი“

0
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ ჩუტკერაშვილი აღწერს ამბავს, რომელიც კომენდანტის საათის დაწყაბამდე 3 წუთით ადრე გადახდა თავს. “გუშინ, საღამოს, 20:57-ზე გადმოვკვეთეთ სანაპიროს მხრიდან გზა მე და ბესომ, რა თქმა უნდა, ჩქარი ნაბიჯით, რომ პატრულმა გაგვიჩერა მანქანა (წარმოვიდგინე, როგორ გვაჯარიმებენ, როგორ ვვიშვიშებ და როგორ მიკანკალებს ხელები ამხელა ჯარიმის გადახდის დროს) და კითხვა მანქანიდან, შორს ცხოვრობთ? ჩვენ ვუთხარით, რომ სულ მალე ეზოში შევიდოდით. ვიფიქრეთ, წაგიყვანდითო. მოულოდნელობისგან გავშტერდით, მადლობა გადავუხადეთ და შემოვაბიჯეთ ეზოშიც. მთელ ღამეს მეფიქრებოდა იმ ორ ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭზე, სამშობლოს რომ ემსახურებიან და ადამიანობა არ დაუკარგავთ. ალბათ, იფიქრეს, თუ სხვა ეკიპაჟი გაგვაჩერებდა, შესაძლოა, დავეჯარიმებინეთ. პ.ს. ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარული და ადამიანობაა.
#მადლობაყველაიმადამიანსვისაცადამიანობაარდაუკარგავს
”, – თამარ ჩუტკერაშვილი.
0