ჩემი პირველი ტესტის პასუხი იყო უარყოფითი! – ინფიცირებული გინეკოლოგის პირველი კომენტარი

0
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული გინეკოლოგი „მთავარ“ არხთან ინტერვიუში ინფიცირების გამოვლენის შესახებ ყვება. როგორც ინფიცირებული გინეკოლოგი აღნიშნავს, მას სიმპტომების გამოვლენისას თავდაპირველად ლუგარის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით კორონავირუსი არ დაუდგინდა. გინეკოლოგი აღნიშნავს, რომ კოვიდინფექციის დამახასიათებელი სიმპტომების გამო დამატებითი კვლევის ჩატარება თავად გადაწყვიტა. „მე პარასკევს გადავიღე კატე. როცა ცუდად ვიგრძენი თავი, ჩემი პირველი ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ლუგარის მონაცემით. მერე მაინც რომ გამიგრძელდა ტემპერატურული რეაქცია, საღამოობით მაძლევდა სიცხეს. ხუთშაბათს ვიყავი ძალიან ცუდად, მაშინ დასნებოვნდა ჩემი შვილიც. სამსახურის საქმეს ვაკეთებდი და თავი არ მქონდა, მეხმარებოდა ჩემი შვილი და მაშინ გადაედო. პარასკევს სამსახურში მოვედი იმ მიზნით, რომ გამეკეთებინა კატე კვლევა, მე რასაც სხვა პაციენტებს ვუკეთებ, ხომ ვიცი რაც უნდა გამეკეთებინა. ვიფიქრე ფილტვების ანთება არ გამომეპაროს-მეთქი და ამიტომ გავიკეთე კატე კვლევა. კატე კვლევაზე აღმოჩნდა დაბურული მინის სინდრომი, რომელიც არის კოვიდინფექციის ერთ-ერთი ნიშანი. მე ვმუშაობ გინეკოლოგიის დეპარტამენტში. ვიცი რომ ჩემს მერე, მთელს განყოფილებაში ჩაუტარდათ ტესტირება, ეს ყურმოკვირთ ვიცი, მაგრამ პასუხები არ ვიცი. ერთი თანამშრომელი დღეს დააწვინეს, მეუღლესთან ერთად. ის ჩემი განყოფილების თანამშრომელია” – აცხადებს ინფიცირებული გინეკოლოგი. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი გინეკოლოგს დაუდასტურდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შეხება ჰქონდა ორსულ ქალებთან.
0