საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

0
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5320 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
#გამოჯანმრთელებული
#პანდემია
#tbilisidaily
0