გამყრელიძე: ჩრდილოელი მეზობლისგან პერიოდულად ლუგარის ლაბორატორიაზე ბრალდებები ისმის, რაც ახალი არ არ

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გარკვეული პერიოდულობით, პოლიტიკური, თუ სხვა მიზნით, ლუგარის ლაბორატორიის მიმართ ბრალდებები ისმის. მისივე თქმით, ყოველთვის განცხადებების მთავარ არსს წარმოადგენს, თუ რატომ არის საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი და რატომ ეხმარება აშშ საქართველოს. „მორიგი პროვოკაციული განცხადებაა ჩვენი მეზობლისგან, რომელიც ახალი არ არის ჩვენთვის. როდესაც გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით მათ ეს სჭირდებათ პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მიზნით, მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდულობით ლუგარის ლაბორატორიაზე კეთდება ამ ტიპის განცხადებები და არც თუ პირველია ქალბატონი ზახაროვას ასეთი განცხადება. ერთი და იგივე ნარატივია სულ, მთავარი ბრალდება, რომ საქართველო რატომ არის აშშ-ის ერთ-ერთი კარგი პარტნიორი და რატომ ეხმარება აშშ საქართველოს. ეს არის მთავარი არსი ამ განცხადებების. მე არ ვიცი ამაში როგორი შურია, თეთრი, შავი, რუხი, თუ რაღაცა, მაგრამ ეს არის ჩვენი ყოფილი, ასე ვთქვათ „უფროსი ძმის“, განცხადება, რომელიც განაწყენებულია, საქართველომ რატომ აირჩია ევროატლანტიკური სივრცისკენ, ევროკავშირისკენ გზა. აი, ამასთან არის დაკავშირებული ეს განცხადებები და ბრალდება ლუგარის ლაბორატორიაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
#კორონავირუსი
#ლუგარისლაბორატკრია
#რუსეთი
#ამირანგამყრელიძე
#tbilisidaily
0