მელირება და თმის პარსვა კარანტინში – რა გზები გამონახეს ცნობილებმა

0
კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ არაერთი ადამიანის ცხოვრების რეჟიმი შეცვალა. ახლა თითქმის მთელი მსოფლიო სახლში რჩება და ვირუსისგან თავს სწორედ სოციალური დისტანციით იცავს. კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სილამაზის სალონების მუშაობაც აიკრძალა, შესაბამისად, საზოგადოებას გარეგნობაზე ზრუნვა საკუთარი ძალებით უწევს. ყოფილმა ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც საკუთარი სილამაზის სალონის მფლობელია გუშინ თმის მელირება საკუთარი ხელით გაიკეთა და ამის შესახებ, ინსტაგრამზე დაწერა. „ვინ თქვა მელირებას სახლში ვერ გაიკეთებო. კორონა მიჩვენე და მელირებას გიჩვენებ“ – დაწერა ჟურნალისტმა და ახალი ფოტო გამოაქვეყნა. სახლში შეიღება თმა, ქართველმა სექს-სიმბოლომ შორენა ბეგაშვილმა. მსახიობი და ტელეწამყვანი, რომელიც თავის მოვლის არაერთი ცენტრის სახეა, სასურველი თმის ფერის მიღებაში ქალიშვილი ევა ბარბაქაძე დაიხმარა. დედას თმა, სწორედ მან შეღება. თმის მოვლაში ბევრი დრო, რომ არ დაეხარჯა, მსახიობმა თამარა მაყაშვილმა თმა გადაიპარსა. მისი ქცევა მაყაშვილის მეგობრებისთვის სამხიარულო აღმოჩნდა და ქსელში არაერთი ფოტო გაავრცელეს.
0