გამყრელიძე: დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა

0
დღეს გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა და აქედან ახალი 16 შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დღეს ჩვენ გვქონდა გამოკვლევების მხრივ პიკი, 1 328 კვლევა ჩატარდა დღეს და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან ოთხი არის მარნეულში, ოთხი თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ, რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უნდა გამკაცრდეს რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გამოვლენილი, რომ გადავიყვანოთ სამკურნალოდ, არ გავრცელდეს ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისვე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის. 107 შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლნისსი, 48 თეთრიწყაროში, 33 კი მარნეულში. „ქვემო ქართლმა შეადგინა 32% მთელი ქვეყნის დაზიანების, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს დღეისთვის მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, ჯერჯერობით. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რომ რუსთავში არ გაგვეპაროს რამე, ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. თეთრიწყაროში გვაქვს 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა”, - განაცხადა გამყრელიძემ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#ამირანგამყრელიძე
#tbilisidaily
0