"ესპანური ვირუსი" ("ისპანკა")

0
1918 წლის სექტემბერში, იმხანად უცნობი ვირუსის გავრცელებით კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პანდემია დაიწყო, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს მას "ესპანური ვირუსის" სახელით ვიცნობთ, ის წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი "ღორის გრიპის" გენეტიკურ სახესხვაობას. არსებული მონაცემებით, "ესპანურმა ვირუსმა", სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამინი შეიწირა, ვიდრე პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა ერთად. მისი გავრცელების ზუსტი პირველი წყარო დღემდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფში გაჩნდა და შემდეგ მთლიან ევროპას მოედო. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც დედამიწის იმჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით 29, 5%-ს შეადგენდა. სასიკვდილო ვირუსს, არაოფიციალური მონაცემებით, 16 კვირაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მისი გავრცელების პერიოდში მსოფლიოში ვირუსებთან ბძოლისთვის უკვე არაერთი ვაქცინა იყო შექმნილი, თუმცა "ესპანურ ვირუსს" ვერცერთი გაუმკლავდა, მოგვიანებით მოხერხდა და "ესპანური ვირუსის" შესაბამისი ვაქცინაც შეიმუშავეს. არსებული მონაცემებით, "ესპანურმა ვირუსმა", სავარაუდოდ, უფრო მეტი ადამინი შეიწირა, ვიდრე პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა ერთად. მისი გავრცელების ზუსტი პირველი წყარო დღემდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფში გაჩნდა და შემდეგ მთლიან ევროპას მოედო. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც დედამიწის იმჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით 29, 5%-ს შეადგენდა. სასიკვდილო ვირუსს, არაოფიციალური მონაცემებით, 16 კვირაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მისი გავრცელების პერიოდში მსოფლიოში ვირუსებთან ბძოლისთვის უკვე არაერთი ვაქცინა იყო შექმნილი, თუმცა "ესპანურ ვირუსს" ვერცერთი გაუმკლავდა, მოგვიანებით მოხერხდა და "ესპანური ვირუსის" შესაბამისი ვაქცინაც შეიმუშავეს.
#health
#forhealth
#pandemy
#spanishflu
#infection
Tbilisi
0