XX საუკუნე ცნობილი მწერლის ჯეკ ლონდონის ფოტოობიექტივში

0
უმეტესობას, ჯეკ ლონდონის სახელის გაგონებისას, ახსენდება, რომ ის პოპულარული ამერიკელი მწერალი, 50-მდე წიგნის ავტორი იყო. სხვებს კი შესაძლოა გაახსენდეთ, რომ ის მოგზაური და საზოგადო მოღვაწეც იყო. თუმცა, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ჯეკ ლონდონი საკმაოდ პროდუქტიული ფოტოგრაფი გახლდათ. ცხოვრების განმავლობაში მან დაახლოებით 12 ათასი ფოტო გადაღო: ისთ ენდის (ლონდონის აღმოსავლეთი ნაწილი) უსახლკაროთა ყოფისა და რუსეთ-იაპონიის ომის ამსახველი კადრები, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის კუნძულების აბორიგენების პორტრეტები და სან ფრანცისკოში მომხდარი მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების კადრები. თავის ნამუშევრებში ჯეკ ლონდონმა აღქმის ძალა დაანახა და გააშიშვლა ადამიანისადმი თანაგრძნობის, პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობები. 2010 წლამდე, მწერლის ფოტოების უმეტესობა გამოუქვეყნებელი რჩებოდა, სანამ არ გამოიცა ფოტოწიგნი 200 კადრით. მისი ავტორები ჯინ კემპბელ რიზმანი, სარა ეს ჰოდსონი და ფილიპ ადამი გახდნენ. ჯეკ ლონდონი იმ ეპოქაში ცხოვრობდა, როცა ფოტოგრაფიის ახალი ამბების გაშუქების სახით გამოყენება დაიწყეს. ლონდონი გამჭოლი მზერით აფიქსირებდა ისტორიულ მომენტებს იმ დროს მცხოვრები ადამიანების სახით.
0