მამის გარდაცვალების შემდეგ, ბრიტანელი მოკრივე ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

0
ბრიტანელი მოკრივე, ენტონი იარდი გულშემატკივრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 28 წლის მოკრივეს მამა კორონავირუსით გარდაეცვალა, რის შემდეგაც სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. "ჯერ კიდევ შოკში ვარ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ხალხს დაეხმარება. მამაჩემი, რომელსაც ჯანრმთელობის პრობლემები ჰქონდა, კორონავირუსით გუშინ გარდაიცვალა. რაც უფრო მეტი ხალხი იქნება ქუჩაში, ვირუსიც უფრო მეტად გავრცელდება. არ ღირს ასეთ რისკზე წასვლა", - დაწერა იარდმა ინსტაგრამზე. გასული წლის აგვიტოში ენტონი იარდი WBO-ს საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტი იყო, თუმცა სერგეი კოვალიოვთან დამარცხდა.
0