''უნიკალური შანსია, დიდი ფული დიდ გუნდს შექმნის'' - ქეცბაია ''ნიუკასლის'' ახალ მფლობელებზე

0
''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფიქრობს, რომ ''ნიუკასლის'' ახალმა მფლობელებმა სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელებს ორჯერ მეტი ხელფასი უნდა შესთავაზონ. ''კაჭკაჭების'' საკულტო გმირის აზრით უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ''ნიუკასლის'' უმაღლესი დონის გუნდად გარდაქმნა. თემურ ქეცბაია ექსკლუზიურად Sun-ს ესაუბრა: ''თუ გსურს შენს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები იხილო, მათი სურვილია დიდი ფინანსები გამოიმუშავონ, მაგრამ მათ ლონდონში ცხოვრებაც სურთ. ასეთი დონის ფეხბურთელების მოსაყვანად საჭიროა მათ არსებულ ხელფასზე ორჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზო. ''ნიუკასლის'' ახალი მფლობელები სწორედ ამ ამოცანის წინაშე დგანან. თუ კლუბი დიდ ფინანსებს დახარჯავს, რატომაც არა, ''ნიუკასლი'' კვლავ შეძლებს ტიტულისთვის ბრძოლას. ''ნიუკასლი'' დიდი კლუბია, რომლის თამაშს 50 000 გულშემატკივარი ესწრება. გუნდის შენების პროცესს მათი მხარდაჭერა ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. თუ კლუბის ახალ მფლობელებს შესაბამისი ფინანსები აქვთ, რომ გუნდმა ტიტულების მოგებისთვის იბრძოლოს, მაშინ ეს კლუბის ისტორიაში უნიკალური შემთხვევა.''
0