0
გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანები, ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი და უნგრელი ფიზიკოს-გამომგონებელი ნიკოლა ტესლაც, მეგობრები იყვნენ. როგორც ცნობილია, მარკ ტვენი დაინტერესებული იყო ელექტროობითა და ტექნოლოგიებით, ნიკოლა ტესლა კი დიდ ინტერესს იჩენდა ლიტერატურის მიმართ. მარკ ტვენისა და ნიკოლა ტესლას მეგობრობის ისტორია 1880-იან წლებში ნიუ-იორკში დაიწყო. ტესლა დაინტერესებული იყო მწერლის ნაშრომებით, რომელიც მან 1870-იან წლებში, სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის დროს წაიკითხა. მკვლევრების თქმით, მკურნალობის პროცესში ტესლასთვის მარკ ტვენის წიგნები დიდი შეღავათი აღმოჩნდა. გამომგონებელი ამბობდა, მარკ ტვენის წიგნები იმდენად შთამბეჭდავი იყო, უიმედობის ჟამს ცხოვრების ხალისს მიბრუნებდაო. 25 წლის შემდეგ, როცა ნიკოლა ტესლამ მარკ ტვენი გაიცნო, უნგრელმა მეცნიერმა ეს ისტორია ამერიკელ მწერალს გაუზიარა, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შესაძლოა, მწერლის ფანტაზია და ნაშრომები ამ ორი ადამიანის მეგობრობის მთავარი ხაზი იყო, მაგრამ მათი დაახლოება ძირითადად მაინც ფულს უკავშირდება. მარკ ტვენს ელექტრული სისტემების შესახებ უახლესი მიღწევები აინტერესებდა, ამიტომ 1880-იან წლებში ელექტრონული ძრავის წარმოებაში ინვესტიცია ჩადო. ამ ფაქტის შედეგად ამერიკელმა მწერალმა პირველად გაიგო ნიკოლა ტესლას შესახებ, რომელიც იმ დროს უკვე მუშაობდა ვესტინგჰაუსისთვის ძრავის შექმნაზე. როგორც ისტორიკოსი ჟულიან ადელმანი წერს, ტესლამ ურჩია მარკ ტვენს არ ჩაედო ინვესტიცია ჯეიმს პეიჯის შექმნილ ძრავაში. ცნობილმა მწერალმა არ გაითვალისწინა უნგრელის რჩევა და შედეგად, დიდი ფულიც დაკარგა. საბოლოოდ, მარკ ტვენი დარწმუნდა, რომ ტესლას მოტორის დიზაინი უფრო პერსპექტიული იყო და მოინახულა მეცნიერის ლაბორატორია. მან უშუალოდ მიიღო მონაწილება ექსპერიმენტში. ფოტოგრაფების ნაწილმა ეს ისტორიული ფაქტი ფირზეც აღბეჭდა. ნიკოლა ტესლას ბრწყინვალე გამომგონებლობის ნიჭი ამერიკელ მწერალს დაეხმარა მოეგვარებინა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაც, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. მათ მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მარკ ტვენმა 1888 წელს მოთამაშეების კლუბში მოიწვია ნიკოლა ტესლა. აგრეთვე, ტესლა ესწრებოდა მარკ ტვენის ქალიშვილის ქორწილს.
#science
#nikolatesla
#friendship
#writing
0