სტეინბეკის ბათუმი

0
ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჯონ სტეინბეკი თვითონაც ზღვისპირა ქალაქიდან იყო. კალიფორნიის პატარა ქალაქი სალინასი, მონტერეისთან ახლოს მდებარეობს. მონტერეი ბათუმს თითქოს რაღაცით გავს, ოღონდ შავი ზღვის მაგივრად წყნარი ოკეანის ახლოს განლაგდება. მონტერეიში სტეინბეკის სახლ-მუზეუმია, მისი მაგნუმ ოპუსის, "მრისხანების მტევნების " წიგნის გმირებიც ოკლაჰომიდან კალიფორნიაში მიემართებიან იმ იმედით, რომ დიდი დეპრესიის პირობებში უკეთეს ცხოვრებას იქ მოიწყობენ. სტეინბეკმა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 1947 წელს იმოგზაურა, იყო საქართველოშიც და ბათუმიც მოინახულა. საკუთარ მოგზაურობაზე გამოსცა "რუსული ჟურნალი" სადაც რობერტ კაპას ფოტოები განთავსდა. ნაწარმოებში მან დეტალურად აღწერა საბჭოთა ყოფა და უკრაინის სავალალო მდგომარეობა, რომელიც საომარი მოქმედებებისა და სტალინის ტოტალიტარიზმის შედეგად, გადანდგურებული იყო. რამდენიმე ხაზი დაუთმო ბათუმსაც: "უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა, მთელი ცხოვრების პატიოსნად და ზნეობრივად გატრების შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნაცვლად საქართველოში მოხვედრას იმედოვნებდა, იქ, სადაც შესანიშნავი ჰაერი, ბარაქიანი მიწა და საკუთარი პაწია ოკეანე აქვთ“ პაწია ოკეანეში შავ ზღვას გულისხმობს. წყნარ ოკეანესთან და მის მშობლიურ მხარესთან შედარებით, შავი ზღვა მართლაც პატარა ოკეანე, ბათუმი კი პატარა მონტერეი იყო. სტეინბეკის წიგნები მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებად ითვლება. თუ ჯერ არ გაქვთ წაკითხული, თვითიზოლაციის პირობებში საუკეთესო დროა გეცნოთ "მრისხანების მტევნებს" (პირველი 14 მილიონი წიგნი გამოცემიდან 75 წელიწადში გაიყიდა), ან "ედემის აღმოსავლეთით" - წიგნს, რომელსაც თვითონ სტეინბეკი საკუთარ მაგნუმ ოპუსად, ანუ ყველაზე მონუმენტურ ნამუშევრად თვლიდა. თუ წიგნის კითხვას ფილმის ნახვა გირჩევნიათ, "მრისხანების მტევნების" მიხედვით ფილმიცაა გადაღებული. #სტეინბეკი #ბათუმი #მონტერეი #ლიტერატურა #batumidaily
0