პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი შეჩერებულია

0
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია დროებით აჩერებს კონტროლს პარკინგის წესების დარღვევაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წესების დამრღვევები გაურკვეველი პერიოდის განმავლობაში არ დაჯარიმდებიან. ბათუმში წესების დარღვევით ავტომობილის პარკირება, მაგალითად, უადგილოდ გაჩერება ან ავტობუსისთვის განკუთვნილ გაჩერებაზე დაყენება ისჯება 50 ლარის ოდენობის ჯარიმით. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხაებით, კორონავირუსით გამოწვეულმა სიტუაციამ წესების მონიტორინგი შეუძლებელი გახადა. მონიტორინგის პირობებშიც, ხშირად შეიმჩნევა ქუჩაში ავტომობილების მიერ პარკირების წესების დარღვევა. ხშირად მანქანებს მგზავრებისთვის განკუთვნილ, სავალ ნაწილზე აჩერებენ. ხშირად კი ვიწრო ქუჩებში ასეთ დროს გადაადგილება შეუძლებელია და მოქალაქეებს გზაზე გადასვლა უწევთ. რაც, თავის მხრივ, სახიფათოა. ინსპექციაში განაცხადეს, რომ შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისას მოხდეს მონიტორინგის აღდგენაც. რაც შეეხება პარკირების თარიღებს, ძალაშია მარტიდან მოქმედი ფასები - დღეში 10 ლარი (ადრე თანხა 1 ლარს შეადგენდა) ან თვეში 30 ლარი (ადრე ეს თანხა 10 ლარი იყო). #კონტროლი #მონიტორინგი #ავტომობილი #ბათუმი #batumidaily
0