ნიჭიერი შეშლილი

0
დიაგნოზი: ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია (უმეტეს ბიოგრაფიაში უფრო ლიტერატურული დასახელებაა – ავი სულით შეპყრობილი) სიმპტომები: განდიდების მანია (აგზავნიდა შეტყობინებებს შემდეგი ტექსტით: „ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანებს შორის დედამიწაზე“. ითხოვდა კედლებიდან სურათების ჩამოხსნას, რამეთუ საკუთარ სახლს „ტაძრად“ მიიჩნევდა). გონების დაბინდვა (ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცხენს ეალერსებოდა, რითაც ხელს უშლიდა საგზაო მოძრაობას); ძლიერი თავის ტკივილები; არაადეკვატური მოქმედება. ნიცშეს სამედიცინო ბარათში ნათქვამია, რომ ავადმყოფი ჩექმიდან სვამდა საკუთარ შარდს, გამოსცემდა არაადამიანურ ხმებს, საავადმყოფოს დარაჯს ბისმარკად მიიჩნევდა, ცდილობდა კარებში შუშის ჭიქის ნამსხვრევებისგან ბარიკადების აღმართვას, საწოლთან იატაკზე ეძინა, თხასავით კუნტრუშებდა, იჯღანებოდა და მარცხენა მხარს წინ წევდა. ავადმყოფობის ისტორია: ნიცშემ რამდენიმე აპოპლექსიკური დარტყმა გადაიტანა; სიცოცხლის ბოლო ოცი წელი ნერვული აშლილობა სჭირდა (ზუსტად ამ პერიოდში შეიქმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები – მაგალითად, „ასე ამბობდა ზარატუსტრა“), თერთმეტი მათგანი მან ფსიქიატრიულ საავადმყოფაში გაატარა. სახლში მასზე არ ზრუნავდა დედა. მისი მდგომარეობა მუდმივად მძიმდებოდა – სიცოცხლის ბოლოს ფილოსოფოსს შეეძლო მხოლოდ უბრალო ფრაზების შედგენა. მსოფლიოსთვის ნაჩუქარი იდეები: ზეადამიანის იდეა (როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზუსტად ეს ადამიანი, რომელიც წინწამოწეული მარცხენა მხრით დაკუნტრუშობდა თხასავით, ასოცირდება ჩვენში თავისუფალ, ზემორალურ, სრულყოფილ პიროვნებასთან, რომელიც არსებობდა ბოროტებისა და სიკეთის მიღმა). ახალი მორალის იდეა (ბატონთა მორალი მონათა მორალის სანაცვლოდ): ჯანმრთელმა მორალმა უნდა გაგვითქვას სახელი და განამტკიცოს ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა ძალაუფლებისკენ. ყველა სხვა მორალი მტკივნეულია და ქვედაცემული. ფაშიზმის იდეოლოგია: ავადმყოფები და სუსტები უნდა დაიხოცნენ, უძლიერესებმა – გაიმარჯვონ („წასაქცევს ხელი კარი!“). დასაშვებია „ღმერთი მკვდარია“
#writing
#philosophy
#crazy
#mysterious
0