მარინა ეზუგბაია - ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელსაც აქვს მძიმედ მიმდინარე პნევმონია აქვს

0
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს. კლინიკაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს, რომლის ჯანმრთელების მდგომრეოაც მსუბუქია. ინფიცირების წყარო ცნობილია და ის არსებული პაციენტის კონტაქტს წარმოადგენს. „ჩვენთან გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. 55 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინ დაგვემატა ორი გამოჯანრმთელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრიდან 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გასული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ დინამიკა როგორი გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ამასთან, ზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ერთი კრიტიკული პაციენტი ჰყავს. „კვლავ გვყავს ერთი მძიმე, კრიტიკული პაციენტი. მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამო დკიდებული, პარალელურად, ასევე აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანარსებული დაავადებები. ესაა შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე, ჯერჯერობით, მდგომარეობის სტაბიზილირება ვერ ხერხდება. ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება. შვიდი მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც ამ ორი დღის განმავლობაში სტაბილურია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#პანდემია
#მარინაეზუგბაია
#ინფიცირებული
#tbilisidaily
0