Le Figaro: ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მოქალაქეებს მოგზაურობის ნებას რთავს

0
იტალიაში მარტის თვეში კარანტინი გამოცხადა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩინეთის შემდეგ ქვეყანა ეპიდ-აფეთქების მომდევნო ზონად გამოცხადდა. შემდეგი იყო ესპანეთი და ქვეყნებში რიგითობის მიხედვით დაწესდა შეზღუდვები. ასევე რიგითობის მიხედვით დაიწყო ევროპამ შეზღუდვების მოხსნა. ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს უკვე ფრენის უფლებაც აქვს. პოლონეთმა და ავსტრიამ შეზღუდვების შერბილება 13 აპრილს, ხოლო გერმანიამ დ ჩეხეთმა 20 აპრილს დაიწყეს. იტალია, ესპანეთი, ბელგია და საბერძნეთი 4 მაისს, საფრანგეთი კი 11 მაისს შეუერთდებიან. იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მალტაში სკოლები 1 სექტემბრამდე დაკეტილი იქნება, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში სასწავლო დაწესებულებები ეტაპობრივად იხსნება. 15 აპრილს დანიაში ბაგა-ბაღები, საბავშვო ბაღები, დაწყებითი კლასები ამუშავდა, 11 მაისიდან კი - კოლეჯები და ლიცეუმები გაიხსნება. ნორვეგიაში 6-დან 10 წლამდე ბავშვები სწავლას 4 მაისიდან განაახლებენ, ხოლო კლასები 15 მოსწავლემდე შემცირდება. სავაჭრო ობიექტების უმეტესობა ავსტრიაში 14 აპრილს, ხოლო გერმანიაში 20 აპრილს გაიხსნა. ჩეხეთში, რომელმაც კარანტინს 2კვირით ადრე წერტილი დაუსვა, ქარხნები, ბიბლიოთეკები, ზოოპარკები, და სპორტული დარბაზები, ხოლო სლოვაკეთში ყველა ტიპის მაღაზიები გაიხსნა. სტატია მოამზადა:ხატია ბიბილურიძემ წყარო - Le figaro
#coronaviruis
#covid19
#headline
#covid
#Europe
0