ავარია ბათუმში - გარდაცვლილი და დაშავებულები

0
3 მასს ბათუმში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ორი კი დაშავდა. ავტომობილებით რბოლა ბათუმის ბულვარში გაიმართა ორ ავტომობილს შორის. რბოლა სავალალო შედეგით დასრულდა და ავარიამ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ერთი ახალგაზრდა კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციაში მკურნალობს. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვთ. მეორე მოქალაქე კი "მედალფაში" მკურნალობს. შსს-მ აღძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და ექსპლუატაციის შედეგად ადამიანის გარდაცვალებას. #ავარია #ბათუმში #რბოლა #ავტომობილი #batumidaily
0