ეს უხანის ცნობილი ლაბორატორიაა – საკამათო ექსპერიმენტები და უცნობი ფაქტები

0
საკამათო ექსპერიმენტები – უჰანის ლაბორატია, რომელსაც ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებაში ადანაშაულებენ, – ამ სათაურით სტატიას newsweek-ი აქვეყნებს. ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-მ ჩინეთი ვირუსის გავრცელებაში დაადანაშაულა, ამერიკის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ თავისი შეფასება შემდეგნაირად განაახლა – ვირუსმა შემთხვევით ინფექციური ლაბორატიიდან გაჟონა. მოხსენებას, რომელიც 27 მარტით თარიღდება, აშშ-ს ოფიციალური პირები ადასტურებენ. ეს მოხსენება ცხადყოფს, რომ აშშ-ს სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ იანვრის შეფასება, სადაც ეწერა რომ CoVid-19 ბუნებრივი გზით გავრცელდა, შეცვალა. ახლა შეფასებაში შემდეგი რაღაც წერია – შესაძლებელია, რომ ახალი კორონავირუსი შემთხვევით, სარისკო ლაბორატორიული პროცესების შედეგად უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. საიდუმლო მოხსება სახელწოდებით – „CoVid-19-ის წარმოშობა უცნობი რჩება“, – გამორიცხავს იმ აზრს, რომ დაავადება გენეტიკურად შემქნეს ან განზრახ გაავრცელეს, როგორც ბიოლოგიური იარაღი. „ჩვენ არ გვაქვს სანდრო მტკიცებულება იმისა, რომ SARS-CoV-2 განზრახ შემქნეს ან სპეციალურად გაუშვეს, როგორც ბიოლოგიური იარაღი“, - ნათქვამია მოხსენებაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის მთავრობამ ასეთი საშიში ვირუსი სპეციალურად გაუშვა, განსაკუთრებით ჩინეთის მასშტაბით. თან მაშინ, როდესაც ვირუსს კარგად არ იცნოდნენ და არც ვაქცინა არსებობდა. აბოსლუტურად ყველა მეცნიერმა, რომელთანაც Newsweek-მა ინტერვიუ ჩაწერა, ვირუსის განზრახ გავრცელების თეორია კატეგორიულად უარყო. კორონავირუსით მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. თავდაპირველად ვირუსმა ყველაზე მეტად ჩინეთს დაარტყა და შემდეგ გავრცელდა. ამერიკა ვირუსით ყველაზე მეტადაა დაზარალებული. 27 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში ვირუსით გარდაცვალების 55 000 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის წარმოშობის შესახებ მეცნიერები და პოლიტიკოსები აქტიურად მსჯელობენ. საბოლოო პასუხი თუ როგორ წარმოიშვა პირველად დაავადება, შესაძლოა, არც არასდროს გახდეს ცნობილი. ამერიკის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ისინი ჯერჯერობით კოლექტიურად არც ერთ თეორიაზე არ შეჯერებულან. არასაიმედო წყარო ახალი ვირუსის წარმოშობის დადგენა ადვილი არ რის. უჰანის ინსტიტუტის მკვლევარებს ათწლეულზე მეტი დრო დასჭირდათ, იმისთვის, რომ 2002-2003 წლების SARS-ის ვირუსის წარმოშობასა და იუნანის პროვინციაში ღამურების გამოქვაბულს შორის კავშირი ეპოვათ. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჩინეთის სამხედრო სამედიცინო აკადემიამ თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ მეცნიერულად კორონავირუსის წარმოშობის დადგენა შეუძლებელი იყო. ჩინეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ პირველ შეფასებაში აღნიშნული იყო, რომ SARS-CoV-2-ის წარმოშობა, რომელმაც შემდგომში ახალი კორონავირუსი გამოიწვია, ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზართან იყო დაკავშირებული. დაავადების გავრცელების პირველ დღეებში ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადაეცემოდა. ხოლო ის ექიმები, რომლებიც მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრობდნენ, გააჩუმეს. ამის პარალელურად ცრუ თეორიამ – აშშ-ს მიერ უჰანის ლაბორატორიაში ვირუსის წარმოშობაზე, გავრცელება დაიწყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, იუან ჟიმინგმა ვირუსის განზრახ ბოროტად შექმნის თეორიას შეუძლებელი უწოდა. „აშშ-ს გალვესტონის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა დაამტკიცა, რომ ევროპისა და ამერიკის მსგავსად ჩვენი ლაბორატორიაც ძალიან კარგადაა გამართული. ვფიქრობ, ხალხისთვის ამ ასოციაციის შექმნის მიზანი ნათელია. ეს არის მავნე ნაბიჯი, რომელიც ხალხის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმრთულად ისახავს. რომ ადამიანებმა იფიქრონ ვირუსი ჩვენი (უჰანის) ლაბორატორიიდან გავრცელდა. არანაირ მტკიცებულება არ აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ მათი ბრალდებები რეალურია. საკუთარ სპეკულაციებს აყალიბებენ“, - ამბობს იუანი. DIA მოხსენებაში ციტირებულია, რომ აშშ-ს მთავრობამ და ჩინელმა კვლევარებმა დაადგინეს – „33% ორიგინალ და 41 იდენტიფიცირებულ შემთხვევებს ბაზარზე პირდაპირი ზემოქმედება არ ჰქონია“. სწორედ ამ ინფორმციამ შექმნა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პანდემია, შესაძლოა, ლაბორატორიული შეცდომით იყოს გამოწვეული და მის წარმოშობასთან ბაზარი არაფერ შუაშია. აი, რა აჩვენა მეცნიერულმა დაკვირვებებმა: 2002 წელს, როდესაც SARS-ი პირველად ჩინეთში, გუანდონგის პროვინციაში გამოჩნდა, ყველას ყურადღება მაშინვე მიიპყრო. აშშ, ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები უამრავ თანხას ხარჯავდნენ იმისთვის, რომ შეესწავლათ ახალი, უცნობი პათოგენები, რომლებიც ცხოვლებში იყო. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ გაერკვიათ რამდენად საფრთხის შემცველი იყვნენ ისინი ადამიანებისთვის, რათა სამომავლოდ შემდეგი დამანგრეველი პანდემია თავიდა აეცილებინათ. 2019 წელს უჰანში SARS-CoV-2-მა დაიწყო გავრცელება. თავდაპირველად, ჩინეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ახალი კორონავირუსი მხოლოდ ცხოველებთან უშუალო კონტაქტით ვრცელდებოდა.
0