სიჩუმე...

3
დღეს უამრავი ადამიანი დაარღვევს სიჩუმეს სამების საკათედრო ტაძარში. საქართველო გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება.❤️❤️❤️ საღამო სწორედ ისეთი იყო, ჩვენ რომ გვიყვარდა.🙏🙏🙏
ჩვენ დავდიოდით ლამაზ ქუჩებში – ვაბიჯებდით ხეების და ფოთლების ჩრდილებს. ფეხს ვურტყამდით პაპიროსის ნამწვავებს, ჩვენდაუნებურად მზერას ვაპარებდით განათებული ფანჯრებისაკენ. იყო სასიამოვნო სიჩუმე, და გვესმოდა მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა. ეს ხმა გვსიამოვნებდა, არ ვიცი, რატომ... შეიძლება იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი ნაბიჯების ხმა. ხმისამოუღებლად მივდიოდით. ალბათ იმიტომ, რომ გვსიამოვნებდა სიჩუმე, შეიძლება იმიტომ, რომ ლაპარაკს არ დაეფარა ნაბიჯების ხმა. ჩვენ გვსიამოვნებდა რაღაც. ეს, , რაღაც“ იყო ლამაზი ქუჩა და სწორედ ისეთი საღამო, როგორიც გვიყვარდა. ჩვენ ჩავუარეთ სახლს, საიდანაც ისმოდა როიალის ხმა. ბგერები ჯარისკაცებივით მწყობრად და რითმულად მიდიოდნენ ზევით და ქვევით. გურამ დოჩანაშვილი
3