ნეიმარმა ბარსას გამო პსჟ-სგან 100 მილიონ ევროიანი კონტრაქტი უარყო

0
უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვასკვლავი ნეიმარი მოქმედი კლუბისაგან შეთავაზებულ კონტრაქტს უარყოფს. უარყოფის მიზეზი მხოლოდ ერთია – ნეიმარს კარიერის გაგრძელება კვლავ “ბარსელონაში” სურს და ამ უკანასკნელთაგან შეთავაზებას ელის. ის, რომ ნეიმარის მომავალს კვლავ ბარსელონას უკავშირებენ არახალია, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოახლოვებულ სატრანსფერო პერიოდში ეს საკითხი წარმატებით ვერ დასრულდებოდა. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტი, რომელიც “პსჟ”-მ ნეიმარს შესთავაზა ბრაზილიელისათვის 100 მილიონი ევროს გადახდას გულისხმობდა – სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი დეტალის უარყოფამ გამოიწვია ჟურნალისტებისა და ფეხბურთის გულშემატკივრების დარწმუნება იმაში, რომ ნეიმარს კარიერის ესპანურ გრანდში გაგრძელება მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი
0