საქართველოში დღეს კოვიდცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კოვიდცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს. „გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 დაემატა 17 და გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა ეზუგბაიამ. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, იქ ამ დრომდე 57 პაციენტია. აქედან 54-ს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ხოლო სამი პაციენტის ბიომასალის კვლევა მიმდინარეობს. საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 500. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.
0