ბათუმში მოძალადე ცოლს დანით დაემუქრა

0
ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცოლს მოკვლით ემუქრებოდა. მოძალადე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მას ბრალი ოჯახში ძალადობასა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში ედება. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს, რომელიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით მოკვლით დაემუქრა. ასევე, ბრალდებული სისტემატურად მიდიოდა ცოლის დროებით საცხოვრებელ ბინაში და არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს. გამოძიება ოჯახის წევრზე ძალადობის და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#news
#ოჯახურიძალადობა
#დაკავება
#dailynews
#tbilisidaily
#პოლიცია
Batumi
Adjara
0