ერთკაციანი აქცია ბათუმში

0
ბათუმის საკრებულოსთან ერთკაციანი აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობდა. ბათუმი საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძე (ნაციონალური მოძრაობა) სხვადასხვა ნივთებით მივიდა საკრებულოს შენობასთან. აქციის არსია, ქამადაძეს განმარტებით, სახელმწიფომ თვითდასაქმებულ ადამიანებს მიაქციოს ყურადღება. ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაც მოითხოვა, სადაც მათ მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა უნდა განიხილონ. საკრებულოში ამბობენ, რომ კომენტარს ამის შესახებ ხვალ გააკეთებენ. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, 200 ლარს გადაუხდიან დასაქმებულებს, ვინც დაკარგა სამსახური პანდემიის პირობებში და შეუძლია წარადგინოს მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფიზიკური პირების მიერ გაცემული დოკუმენტები კი არ არის საკმარისი კომპენსაციის მისაღებად. შედეგად, ბევრი თვითდასაქმებული ან არაოფიციალურად დასაქმებული პირი კომპენსაციის გარეშე დარჩა. მაგალითად, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ძიძები, მომვლელები და ა.შ. თვითდასაქმებულ სექტორს კი საქართველოს ეკონომიკაში დიდი წილი უკავია. #აქცია #ერთკაციანი_აქცია #საკრებულო #ბათუმი #batumiDaily
0