რა რეგულაციები შეეხება გორიჯვრობას

0
როგორც ცნობილია, ხვალ 6 მაის გორიჯვრობაა, დღესასწაული, რომელიც დიდი ხალხმრავლობით აღინიშნება და მნიშვნელოვან ტრადიციას დღეობას წარმოადგენს, არა მხოლოდ გორელებისთვის არამედ მთლიანად გორის მუნიციპალიტეტისათვის.  აღნიშნული დღესასწაული ასწლეულზე მეტისაა და გულისხმობს, გორის მახლობლად წმ. გიორგის სახელობის სალოცავის მოლოცვას და შინაური ცხოველების შეწირვას. საინტერესო ამ შემთხვევაში, ისაა თუ როგორ მოხერხდება აღნიშნული ტრადიციული დღეობის აღნიშვნა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ფონზე.  როგორც წესი, 6 მაისიდან გორიჯვართან მისასვლელი გზები იტვირთება, როგორც ფეხითმოსიარულეებისგან, ისე ავტომობილებისგან, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ მასიური თავშეყრა აკრძალულია და დაჯარიმებას ექვემდებარება.  ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორმა:  " „ხვალ, 6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტება და ადგილზე მდგომარეობას საპოლიციო ძალები გააკონტროლებს. რაც შეეხება ქვეითებს, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ, თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა - ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, ჩვენ გვახსოვს სასულიერო პირების და მრევლის დაუმორჩილებლობა თუ უარყოფითი დამოკიდებულება, საეკლესიო სადღესასწაულო რიტუალებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ზიარებას, ჯვარზე მთხვევას ან სააღდგომო დღეებში ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან თავის შეკავებას ეხებოდა. საყურადღებოა, თუ როგორ ჩაივლის ხვალინდელი დღე, რომელიც ტრადიციულად ხალხმრავლობით და გორიჯვრის ტაძრის მიდამოებში, სუფრის გაშლის სრულდებოდა ხოლმე.
#გორი
#დღესასწაული
#რეგულაციები
#შიდაქართლი
#goridaily
0