Reuters: პეკინი ვაშინგტონთან კონფლიქტს უფრთხის

0
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულმა უარყოფითმა განწყობების ტალღამ, შესაძლოა ჩინეთის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაცია გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters ჩინეთის ხელისუფლებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთი ანალიტიკურ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს. ზემოხსენებული დოკუმენტი ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიის მიერ არის შედგენილი, რომელიც ამავე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროსთან არის დაკავშირებული. ეს ანგარიში ოფიციალური პეკინის ხელისუფლებას აპრილის დასაწყისში წარედგინა. დოკუმენტის ავტორების მოსაზრებით, მსოფლიო მასშტაბით, მსგავსი ტიპის ჩინეთის საწინააღმდეგო განწყობა 1989 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როდესაც ე.წ. ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროტესტის აქტიური ჩახშობა განხორციელდა. როგორც Reuters-თან საუბარში კონფიდენციალური წყაროები აცხადებენ, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, ოფიციალურ პეკინს მათ წინააღმდეგ წარმოშობილ უარყოფით განწყობებთან მოუწევთ გამკლავება, უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დოკუმენტში მითითებულია, რომ ოფიციალური პეკინი მზად უნდა იყოს ყველაზე „უარესი სცენარისთვის“, რომელიც ამ ორ ძალას შორის სამხედრო დაპირისპირებასაც არ გამორიცხავს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Exclusive: Internal Chinese report warns Beijing faces Tiananmen-like global backlash over virus – sources (04.05.2020), www.reuters.com
#coronavirus
#crisis
#USA
#China
#headline
0