SOKHUMI STATE DRAMA THEATRE

0
||სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი|| ➞ მიზნები და ამოცანები მოკლე ისტორიული ექსკურსით: სოხუმის თეატრის შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანია. საინტერესოა სხვადასხვა დროს როგორ რეაგირებდა და როგორ ეხმიანებოდა ეპოქას. თეატრის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ადგილობრივი – პატრიოტული იდეებით გამსჭვალულ ნაწარმოებებს. გამორჩეულად საინტერესო გახლდათ საბჭოთა ადრეული, ეგრეთ წოდებული „სტალინის პერიოდის“ სპექტაკლები. ქალაქ სოხუმში თეატრს ულამაზესი ისტორიული შენობა სწორედ 1952 – 53 წელს გადაეცა. შემორჩენილია დოკუმენტური ფილმიც, სადაც კარგად მოსჩანს შენობის სიმდიდრე და არქიტექტურული სილამაზე. ამ პერიოდში შექმნილ სპექტაკლებს ძალიან მაღალი სამსახიობო საშემსრულებლო დონე ახასიათებს. კომუნისტური ტერორის მიუხედავად სპექტაკლებიდან შეფარულად გამოსჭვიოდა იმდროისთვის აკრძალული იდეები. ამ იდეებმა სცენაზე 70-იან 80-იან წლებში უმაღლეს მხატვრულ-მეტაფორულ მწვერვალს მიაღწია და ამიტომ სოხუმის თეატრი გადაიქცა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად. სწორედ 80-იან წლებში თეატრმა გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირი და თავისი ხელოვნება მის საზღვრებს გარეთაც გაიტანა. ამ პერიოდში შექმნილი სპექტაკლები ხასიათდება ულამაზესი დეკორაციებით, თეატრალური პომპეზურობით, მასიური სცენებითა და გმირულ-ჰეროიკული სცენური ხასიათებით, რომელსაც უდიდესი სახელის მქონე მსახიობები ჰქმნიდნენ. 90-იან წლებში დატრიალდა ტრაგედია. ქართულ – რუსული ომი, რის შედეგადაც აფხაზეთის ქართული მოსახლეობა გამოაძევეს აფხაზეთიდან. ამ დროს დაიწყო თეატრისთვის ყველაზე რთული პერიოდი. დევნილობაში მყოფი თეატრი შეიფარა თბილისის სახელმწიფო თეატრებმა: რუსთაველის თეატრმა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრმა და სხვა ქართულმა თეატრებმა. 2016 წელს სახელმწიფომ სოხუმის თეატრს გადასცა შენობა, სადაც განთავსდა თეატრის სარეპეტიციო და ოფისი. მოგვიანებით, ამავე შენობაში მიიღო თეატრმა საკუთარი სცენაც. თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში მოხდა გარკვეული ცვლილებებიც. თეატრმა გადაწყვიტა აქცენტი გააკეთოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. დღეს მთელი დატვირთვით თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე დრამატურგებთან, მწერლებთან. თემები კი უაღრესად თანადროულია. დევნილთა საკითხები 21-ე საუკუნის პრობლემა, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. სოხუმის თეატრი სწორედ ამ კუთხითაა დღეს საინტერესო. იგი ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს. ჩართულია იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ქსელში (www.iti-worldwide.org). დააფუძნა გერმანულ- ქართული და აგრეთვე პოლონურ – ქართული თეატრალური პლატფორმა. გახდა რამდენიმე საერთაშორისო თეატრალური კონკურსისა და ფესტივალის პრიზიორი. …და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ დღეს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამშვენებს დიდი ტრადიციების მქონე ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. About Theatre ARTISTS IN EXILE Sokhumi State Drama Theatre founded in 1885, in one of the picturesque towns of the Black Sea coast (Abkhazia, Georgia). Abkhazia is one of the oldest and most beautiful parts of Georgia. The “Ancient Kolkhida State” (Medea, Argonauts) existed on the territory of Abkhazia. Since the foundation, the theatre stopped professional work only once in 1993 during the bloody war in Abkhazia. The Russian army occupied Abkhazia and expelled Georgians living there. After this tragic event, Georgia has 400, 000 IDPs. Sokhumi theatre troupe arrived in Tbilisi and continued to work in the capital of Georgia. Life in unbearable conditions did not break the theater actors, and Sokhumi Theatre continued to work in exile. Unforgettable performances were performed, which preached peace, love, and great human ideas. The actors got a tragic fortune. Some have lost their family members in this war, but they continue to work on stage. It has been 24 years since these sad events. The younger generation of the actors came to the theatre, but still, there is great desire – a dream to return to their homeland. We strongly believe that our theatre staff has the most moral right to talk about peace, freedom and reconciliation, love of her country, exile, ethnic conflicts and religious confrontations. It’s an essential grain in our creativity. Unfortunately, nowadays Sokhumi Theatre knows the real horrors of WAR.
#theatre
#art
68 დიმიტრი უზნაძის ქუჩა
0