ჩატარდება თუ არა 26 მაისს მასობრივი ღონისძიებები?

0
26 მაისის მოსახლოებას უჩნდება კითხვა, მთავრობა დაიწყებს თუ არა მზადებას მასობრივი ღონისძიებისთვის და აღინიშნება თუ არა საქართველოს დამოიკიდებლობის დღე? ყველა ჩვენგანს ძალიან კარგად ახსოვს რა ხდებოდა ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში. როგორ ემზადებოდა საზოგადოება და მთავრობა ამ დღის აღსანიშნავად. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, როდესაც არსებობს ახალი კორონავირუსის პანდემია, რომელმაც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა, გაჩნდა კითხვა, რა იქნება 26 მაისს? შეიძლება ეს კითხვა არ დაბადებულიყო, რომ არა საგანგებო მდგომარეობის დასრულების ვადა, რომელიც 22 მაისს იწურება. ამასთან, მინდა შემოგთავაზოთ უმრავლესოსბის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საეჭვოა 26 მაისს რაიმე სახის ღონისძიება ჩატარდეს. ამასთან კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ვადებთან დაკავშირებით უნდა მიიღოს მაკფიო გადაწყვეტილება. შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის 1 თვით ან რამდენიმე კვირით გაგრძელება გახდეს საჭირო. აქედან, გაგმომდინარე შეიძლება დავასკვათ, რომ მთავრობამ შესაძლოა ერთი ან რამდენიმე კვირით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, რადგან არ მოხდეს ხალხის მასობრივი თავშეყრა და ასვე, საზოგადოების კრიტიკაც აიცილოს თავიდან.
#26მაისი
#საქართველოსდამოუკიდებლობისდღე
#მთავრობა
#პანდემია
#tbilisidaily
0