როგორ მუშავდება კორონავირუსის ვაქცინა

0
მეცნიერთა ვარაუდით, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება უფრო მალე მოხდება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში ხდება ხოლმე და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი - ჩინელმა სპეციალისტებმა COVID-19-ის ეპიდემიის დასაწყისში უკვე განახორციელეს ვირუსის გენეტიკური ანალიზი და მიღებული შედეგები მსოფლიო მასშტაბით, კოლეგებს გაუზიარეს. უკვე იანვარში, მკვლევარებს მიეცათ ინფექციაზე მუშაობის საშუალება, თუ რა (და როგორ) გავლენას ახდენს ის ადამიანზე. მეორე - სხვა შტამის კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა უკვე 10 წელზე მეტია მიმდინარეობს. მეცნიერები მანამდე მუშაობდნენ 2000-იანების დასაწყისში ჩინეთში გავრცელებულ სხვა ტიპის კორონავირუსზე (SARS-CoV-1), ასევე კორონავირუსზე სახელწოდებიღ MERS-CoV, ცნობილი როგორ „ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომი“, რომელიც 2012 წელს გამოჩნდა. მანამდე არსებულ ამ ორივე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა არ დასრულებულა, რადგან მათი გავრცელება ბუნებრივად შეწყდა. აქვე აღსანიშნავია, რომ სამივე ვირუსის გენეტიკა ახლოს დგას ერთმანეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მომზადებული მასალები (ცდები) COVID-19-თან დაკავშირებით შეიძლება გამოიყენონ. როგორც სხვა შემთხვევებში, ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინამაც უნდა გაიაროს დამუშავების სტანდარტული 2 ეტაპი. თითოეული ეტაპი კი ე.წ. ქვე-ეტაპებისგან შედგება. თავდაპირველად სპეციალისტები ატარებენ პრე-კლინიკურ კვლევებს - შესისწავლიან ვირუსს, ახორციელებენ ვაქცინის მოდელირებას და ორგანიზმზე მის შესაძლო რეაქციას - კომპიუტერის გამოყენებით ტესტირებები ცხოველებზე ხორციელდება. ამ ეტაპზე აუცილებელია დადგინდეს ვაქცინის უსაფრთხოება, როგორც ზოგადად ადამიანისთვის, ასევე მისი იმუნური სისტემისთვის, თუ რამდენად სწორად რეაგირებს ის. კლინიკური გამოკვლევების დროს ვაქცინის ტესტირება უკვე ადამიანებზე ხორციელდება. აღნიშნულის განსახორციელებლად კი კომპანიები შესაბამის 10 წლიან ლიცენზიებს იღებენ. ჩვეულებრივი ტესტირების დროს ივარაუდება ის მოცემულობა, რომ რიგითი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფიცირდება ვირუსით. COVID-19--ის შემთხვევაში კი ეს გაცილებით რთულად შესასრულებელია, რადგან საზოგადოება იზოლირებულია და აქტიური ცხოვრება არ მიმდინარეობს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#vaccine
#disease
#covid19
#headline
0