ზუგდიდელი მებაღის მიერ ინტერნეტით გაყიდული ვარდები.

0
ზუგდიდელი მებაღის მიერ ინტერნეტით გაყიდული ვარდები. ანზორ ტაბაღუა 61 წლის ზუგდიდელი მებაღეა, რომელიც უეკლო, ჰოლანდიურ ვარდებს 800 კვადრატულ მეტრზე აშენებს. ვარდიების 6000 ძირიდან ოჯახი საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებდა, რაც გულისხმობდა ყოველწლიურად 10 000 ზე მეტი ვარდის გაყიდვას. ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროს სწორად ვარდების გაყიდვა წარმოადგენდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებულმა შეზღუდვებმა შეუძლებელი გახადა საქონლის რეალიზება. ვარდები დაჭკნა ოჯახს კი ახლა მისი გადაყრა უწევს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტაბაღუებმა ვარდების ინტერნეტით გაყიდვა. სოციალურ ქსელში შექმნილია გვერდი : . მომხარებელს შესაძლებლობა აქვს შეუკვეთოს ვარდები. გვერდი უზრუნველყოფილია 24 საათიანი საკურიერო რეჟიმით. ანზორ ტაბაღუა ამბობს : "ზარალის ანაზღაურებას ვერავის ვთხოვ. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ვარდი ფუფუნების საგანი გახდა. ეს რომ საკვები იყოს, უფასოდ დავარიგებდი."
#ზუგდიდი
#მებაღე
#ვარდი
#ინტერნეტმაღაზია
#კორონავირუსი
#პანდემია
#შემოსავალი
#პრევენცია
#zugdididailyhttps
://www.facebook.com/FlowersInZugdidi/
0