დეტოქს თერაპია

0
ჩვენს ორგანიზმში წლებთან ერთად უამრავი „ნაგავი“ გროვდება, ეს შეიძლება იყოს როგორც ზედმეტი კილოგრამები, ისე ტოქსინები. ტოქსინები – ეს შხამებია, რომლებსაც შეიცავს საკვები, წყალი, ცუდი კოსმეტიკა, დაბინძურებული ეკოლოგია, უხარისხო საშენი მასალებიც კი. ტოქსინები ხდება მიზეზი უამრავი დაავდადებისა, წონის მატებისა, დაღლილი გამომეტყველებისა და ა.შ. დეტოქსი – ეს არის ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან. დეტოქსი ხორციელდება კვების შემადგენლობის კარდინალური ცვლილებებით. დეტოქს კურსის საშუალებით სხეული თავისუფლდება დაგროვილი შხამებისაგან, სუფთავდება, კლებულობს წონა, ორგანიზმი ჯანსაღდება და ახალგაზრდავდება. ძალიან პოპულარულია დეტოქს-პროგრამები, რომლებიც ახალგაწურული წვენებით და სმუზებით კეთდება. ასეთი საშუალებით საჭმლის მომნელებელი სისტემა განიტვირთება საკვების მექანიკური გადამუშავებით და ღეჭვითი მოძრაობებით არ ხდება კუჭის წვენის გამოყოფა. ამით დაიზოგება საჭმლის მომნელებელი სისტემა და მადაც არ მოიმატებს, რაც ხდება მცენარეული დიეტის დროს სალათების და მწვანილეულის ჭამისას. ამასთან ორგანიზმი იღებს დიდი რაოდენობით უჯრედისს, პექტინს, ფრუქტოზას, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. ამდაგვარად 1-2 კვირაში აღიდგენთ ძალებს და გაიმაგრებთ იმუნიტეტს.
#news
#health
#forhealth
#healthylife
#healthyfood
Tbilisi
0