კრიმინალური ავტორიტეტი "კახა გალსკი" გარდაცვლილი იპოვეს

0
გავრცელებული ინფორმაციით, ომსკში ვიზიტიდან მეორე დღეს, კახა ფერფალია, კრიმინალურ წრეში მეტად ცნობილი როგორც კახა გალსკი გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზად ინსულტი სახელდება. ასევე, როგორც პრესისათვის გახდა ცნობილი, რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში იყო აღძრული. სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე, დაუდგენელმა პირებმა იგი სასტიკად სცემეს. კრიმინალს ბრალად ედებოდა ქურდულ სამყაროში "ობშიაკის" მართვა და ფულის სხვა კრიმინალებზე თანაბრად გადანაწილება. ომსკის მმართველობა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ პოლიციად მიიჩნევა, რომელსაც პატიმრების მიმართ სასტიკი მიდგომები აქვს. სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ კრიმინალის სიკვდილის მიზეზი, სწორედ ადგილობრივი მმართველობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციაა.
0