გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს - ამირან გამყრელიძე

0
?? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს. ?? მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი ქვეყანაში შემსუბუქების ღონისძიებების გასატარებლად. „უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა, იმ დღის ინფიცირებულთა რაოდენობას. ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია სწორედ შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელებისა და მოგეხსენებათ, საქართველომ შემსუბუქების ღონისძიებები უკვე დაიწყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.
#ამირანგამყრელიძე
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#news
#opinion
#photo
#goodplaces
#coronavirus
#covid19
Tbilisi
0