განავითარე ემოციური ინტელექტი

0

''ყველაზე ეფექტიანი ლიდერები ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებით ჰგვანან ერთმანეთს: მათ, ყველას, ემოციური ინტელექტის მაღალი დონე აქვთ''

დანიელ გოულმანი

რა გაქცევს კარგ ლიდერად?

ბიზნესსამყაროში მუდმივი კამათის საკითხია, ლიდერებად იბადებიან თუ ლიდერები ხდებიან. გოულმანის აზრით, ორივე პასუხია: თანდაყოლილი, პერსონალური თვისებები ლოდერობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ემოციური ინტელექტი, რომელიც ასკთან, გამოცდილებასა და საკუთარი თავის ანალიზთან ერთად იზრდება, ასევე მნიშვნელოვანია.
დღეს ემოციური ინტელექტის განვითარება ლიდერობის შესწავლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალ და მონდომებულ ლიდერებს გამოცდილი ლიდერები ამზადებენ. ისინი ერთად განიხილავენ წარსულ და მომავალ სცენარებს, მათ სხვადასხვა შესაძლო პასუხს და გამომწვევ ემოციურ მიზეზებს.ეს პროცესი ემოციურ ზრდასრულობას ემსახურება. 1999 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ კომპანიებმა, რომლებმაც ემოციური ინტელექტის მაღალი კოეფიციენტი აჩვენეს, სხვა პარტნიორებთან შედარებით 1.2 მილიონი დოლარით მეტი მოგება მიიღეს. სხვა კვლევებმაც ემოციურ ინტელექტსა და ეფექტიანობას შორის მსგავსი კავშირი აჩვენა. ემოციური ბალანსი, როგორც ჩანს, კომერციული წარმატების გასაღებია. თუმცა ცხოვრებაში და ურთიერთობაში ემოციურ დონეზე განვითარებულმა ადამიანებმა იციან, რომ სრულყოფილება არ არსებობს და არც ცდილობენ მათ მიღწევას. ისინი ადვილად პატიობენ საკუთარ თავს და სხვებს შეცდომებს და არ იტანჯებიან წვრილმანების გამო. მათ მიუღწეველი იდეალები არ ტანჯავთ, რადგან წარმატებას ნაბიჯებად ყოფენ და თითოეული ნაბიჯის მიღწევით ტკბებიან. არასოდეს ავიწყდებათ, რომ ყველაფერი – ფულიც, კარიერაც, წარმატებაც იმისთვის სჭირდებათ რომ ბედნიერი იყვნენ. ამიტომ ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ბედნიერებაა.
0