ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში fecebook-მა წაშალა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142854 პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის სახელით შექმნილი შექმნილი ყალბი ანგარიში Facebook-მა წაშალა. ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი ანგარიში ერთ-ერთი იყო იმ ანგარიშებიდან, რომლებსაც ფეისბუქის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა. DFRLab განმარტავს, რომ ლევან რატიანის სახელით შექმნილი ანგარიშის მიზანი ფართო აუდიტორიის მიზიდვა იყო, რადგან საქართველოში კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობის გამო, მხოლოდ რამდენიმე ექიმის გავრცელებულ ინფორმაციას ენდობიან. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ აუდიტორიის მიზიდვის შემთხვევაში, მოგვიანებით ამ ანგარიშს დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებდნენ. გარდა ამისა, DFRLab-ის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილთან და მის მედია Espersona-სთან დაკავშირებულ ყალბ გვერდებს შორის მოხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყალბი გვერდიც. ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამო Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა. ამ გვერდებისა და კავშირების დასადგენად ფეისბუქი DFRLab-ის გამოძიების შედეგებს დაეყრდნო. როგორც DFRlab-ის კვლევაშია ნათქვამი, Espersona-სთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ. ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა წვრილ-წვრილ მედიასაშუალებებს, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები. „კოვიდ 19-თან დაკავშირებული პანდემიური მდგომარეობის გამო ქართული საზოგადოება განსაკუთრებულ ნდობას უცხადებს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პირებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას ვირუსოლოგიური მდგომარეობის მართვის შესახებ. ეპიდემიოლოგებისა და ექიმების სახელებით შექმნილი იყო ანგარიშები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლადაც იქნებოდა გამოყენებული. წაშლილ ანგარიშთაგან ერთ-ერთი იყო ექიმ ლევან რატიანის სახელით გაკეთებული ანგარიში, რომელიც ყოველდღიურად აწვდიდა აუდიტორიას სიახლეებს კორონავირუსთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ კვლევაში. შეგახსენებთ, რომ ეს Facebook-ის მიერ ჩატარებული მეორე დიდი წმენდაა ქართულ სოციალურ სივრცეში - წაიშალა რვაასამდე ყალბი ანგარიში, რომლებსაც ფეისბუქის ინფორმაციით კოკა ყანდიაშვილი და მისი სააგენტო „ესპერსონა“ მართავდნენ. წაშლილია ყანდიაშვილისა და მისი ცოლის პირადი ანგარიშებიც.
0