რა უნდა ვიცოდეთ 5G ინტერნეტის შესახებ?

0
საქართველოში, ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს საუბარი 5G ინტერნეტის ამოქმედებაზე. მოსახლეობის აზრი ორადა გაიყო. ერთნი მიესალმებიან მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირის დანერგვას, მერენი კი უგულვებელყოფენ მას. ამასთან, საქართველოში კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. 5G ინტერნეტი, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა. პირველ როგში განვიხილოთ, რა არის 5G - ეს არის მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირი, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება. ის ადამინებისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს. ამ დროისთვის არსებული ყველაზე სწრაფი 4G მობილური ინტერნეტის სიჩქარე წამში საშუალოდ 45 მეგაბიტია. ინდუსტრია იმედოვნებს, რომ გადაცემის სიჩქარეს წამში 1 გიგაბაიტამდე გაზრდის. 5G ტექნოლოგიის შემთხვევაში მობილური ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის პარალელურად, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უქმნის საფრთხეს. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. ამასთან, კვლევა ჩაატარა, კიბოსთან ბრძოლის ამორიკულმა საზოგადოებამ, მათი თქმით მობილური ინტერნეტი კიბოს განვითარებაზე არ მოქმედებს და სმარტფონების სუსტი რადიაცია მოლეკულებზე სერიოზული გავლენის მოსახლდენად საკმარისი არ არის. 5G უკვე გამოიყენება და მსოფლიოს მასშტაბით მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სატრანსპორტო სფეროებში. 5G ტექნოლოგია აგრეთვე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ვიდეო სენსორის გამოყენებით ამოწმებენ, სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე - ეფექტიანობის ამაღლებას, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება. აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით COVID-19, ის ქვეყნები სადაც 5G ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5G ინტერნეტი არის ის ინოვაცია, რომელიც კაცობრიობას ხელს შეუწყობს განვითარებაში და მისცემს საშუალებას დაზოგოს მეტი დროს. სამწუხაროდ, ახლა იმ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანს ყოველთვის დროის უკმარისობის შეგრძნება აქვს.
#5G
#მობილურიინტერნეტი
#კავშირი
#ინოვაცია
#tbilisidaily
0