ვინ არის ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული?

0
მხატვარი გელა ფილაური 2020 წლის ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებულია. ეს ჯილდო მის მიერ შესრულებულმა ნახატმა , , ერთაწმინდამ" დაიმსახურა. საუკეთესო იმპრესიონიზმი - ლანდშაფტი - ასეთია ჟიურის შეფასება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მხატვრების მიერ წარდგენილ ნახატებს შორის გელა ფილაურის ნამუშევარმა მეხუთე ადგილი დაიკავა. გელა ფილაური წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. ის, მეუღლესთან, ანჟელინა დამენიასთან ერთად, გამოფენებს თითქმის ყოველწლიურად აწყობს. 2019 წლის იანვარში მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით , , ხელოვნების კვირეული ისრაელში". მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018 წელი. მათი ნამუშევრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6 მარტს კი , , არტ პროექტი ნიუ-იორკ"-ის მონაწილეები იყვნენ. 9 ივლისიდან 13 ივლისამდე კი რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა. 25 ივლისს აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში , , ლურჯი აბსტრაქცია" მიიღეს მონაწილეობა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#პიროვნება
#goridaily
0