თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა — ილია მეორე კ

ByOn.geGeorgia
0
მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე კორონავირუსის პანდემიაზე, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ამბობს, რომ "მოქცევაა". მან მრევლს მოუწოდა, რომ სახლსა და კარმიდამოს ნაკურთხი წყალი ყოველდღე ასხურონ. "თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს. ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და უნდა გქონდეთ საკმეველი. ყოველდღე უნდა ასხუროთ სახლსა და კარმიდამოს, ეს დიდ ძალას ფლობს. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი ", — განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.
#news
ByOn.geGeorgia
0