როგორ ადიოდა მეფე ტახტზე საქართველოში ?

0
, , განგება მეფედ კურთხევისაჲ" მეფეს წინა ღამე ლოცვაში უნდა გაეტარებინა, მას ტაძარში კათალიკოსი შეეგებებოდა, საკურთხევლიდან გამოვიდოდა მთავარდიაკონი და იტყოდა კვერექსს, სახარების კითხვის დროს გამოვიდოდა აფხაზეთის კათალიკოსი და იშხნელი ეპისკოპოსი, რომლებიც მეფეს მხარდამხარ ამოუდგებოდნენ და აღსავლის კარით საკურთხეველში შემიყვანდნენ, სადაც მეფე სამჯერ ეთაყვანებოდა წმინდა ტრაპეზს, შემდეგ კათალიკოსი ხმამაღლა წარმოთქვამდა ლოცვას, სადაც მეფეს საქართველოს მტრების დამხობას მოუსწავებდა, ყველა ეპისკოპოსი მეფეს თავის ომფორს გარდააფენდა და დალოცავდა, საკურთხევლიდან მეფე გამოდიოდა მცხეთისა და აფხაზეთის კათალიკოსების თანხლებით, გამოსულს ამირსპასალარი სამეფო ხმალს შეარტყამდა, სასახლეში დაბრუნებული მეფისთვის პირველად თაყვანი დედოფალს უნდა ეცა, შემდეგ კათალიკოსს და ჭყონდიდელ ეპისკოპოსს, მეფე გვირგვინითა და სმიპტრით სამი დღის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ტახტზე დაბრძანებული, ცხადია გარკვეული წყვეტილებით.
0