იოსებ სტალინის აგარაკები აფხაზეთში

0
ვისაც სტალინის ერთ-ერთი აგარაკი მაინც უნახავს, (რაც მას 70-მდე ჰქონდა, ) დარწმუნდება იმაში, რომ დიქტატორი ზედმიწევნით კონსერვატიული გემოვნებით გამოირჩეოდა, ხოლო მისი ყველა აგარაკი ერთი სტილის იყო. თითქმის ერთნაირი ფასადები, ოთახები, საშენი და მოსაპირკეთებლი მასალა. მოკრძალება, აი, რა იყო დამახასიათებელი მისი ყველა რეზიდენციისთვის. აფხაზეთში სტალინს 5 აგარაკი ჰქონდა: გაგრა, რიწა, ახალი ათონი, სოხუმი, მიუსერაში. ზოგიერთი თვალითაც კი არ ჰქონდა ნანახი, რასაც ვერ ვიტყვით მის ერთ-ერთ უსაყვარლეს აგარაკზე, რომელიც რიწის ტბაზე მდებარეობდა. ეს მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. აგარაკს თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე, თუმცა როგორც ყველა ნაგებობა აფხაზეთში, ეს შენობაც საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ამბობენ, რომ სტალინმა ეს კლდოვანი ადგილი ნავით სეირნობისას შეარჩია, რეზიდენციაც სწორედ ამ კლდეში ჩაშენდა. ძირითადი შენობა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. არც ინტერიერი გამოირჩევა დახვეწილობით. დღევანდელი პრეზიდენტები და მმართველები აქ ალბათ არც კი შეიხედავდნენ. აქ ყოველი დეტალი ბელადის მანიაკალურ სიფრთხილეზე მიუთითებს. გარე განათების მაქსიმალურად დაბალი ბოძები, ასევე აგარაკის ფასადის მწვანე ფერი მის შესანიღბად იყო ჩაფიქრებული. ძირითად დასასვენებელ ადგილში მოწყობილია კონოთეატრი, საბილიარდო ბუხრითა და იზოლირებული სველი წერტილით. ფანჯრები ზღვას გადაჰყურებს. აქ ძალიან სუფთა ჰაერია. მეორე აგარაკი არის ახალ ათონში. სახელმწიფო აგარაკი მდებარეობს ახალი ათონის მონასტერიდან რამდენიმე წუთის სავალზე. იგი გარშემორტყმულია საოცრად ლამაზი პალმების, ევკალიპტების, ციტრუსის ხეების და კვიპაროსების პარკით. სახლში შენარჩუნებულია ინტერიერი, ბევრი ავეჯი და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც იოსებ სტალინისათვის შეიქმნა. აგარაკი ჩაძირულია პალმების და ევკალიპტების სიმწვანეში. სტალინის აგარაკის ლამაზი პარკი გადაშლილია გამზირამდე – მისი დანახვა შეიძლება შემოვლებული ბეტონის ღობის მიღმა. გზაზე გასავლელთან მოწყობილია მიწისქვეშა შესასვლელი, რომელსაც მივყავართ დაკეტილ სანაპირომდე. სტალინის აგარაკის ოდნავ ზევით დგას ახალი ათონის მონასტრის ხელმძღვანელის ყოფილი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ბერია. სტალინის აგარაკი – იდეალური ადგილი ხანგძლივი დასვენებისათვის.
#სტალინი
#აგარაკი
#აფხაზეთი
#კურორტი
#SokhumiDaily
0