ჩინეთის სუს-ი პეკინს Covid-19-ის გამო "სამხედრო კონფრონტაციისთვის" მზადებისკენ მოუწოდებს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142914 ჩინეთის შიდა ანგარიშით, პეკინი კორონავირუსის გამო მზრდად წინააღმდეგობას ელის, რამაც შესაძლოა აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვიოს, პანდემიის შემდეგ პეკინი აშშ-ის წინამძღოლობით "ანტიჩინურ სენტიმენტებს" ელის და ჩინეთი ყველზე ცუდი სცენარისთვის, სამხედრო კონფრონტაციისთვის უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ს თავად არ უნახავს ანგარიში, თუმცა გაესაუბრა მათ, ვისაც ამ ანაგრიშზე წვდომა ჰქონდა. ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ პეკინის წამყვან ლიდერებს, მათ შორის, სი ძინფინგს, აპრილის დასაწყისში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, 1989 წლის თეინანმენის დარბევის შემდეგ, ანტიჩინური განწყობები ყველაზე მაღალია. ანგარიში თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ჩინეთის ინსტიტუტის CICIR მიერ მომზადდა. ანალიტიკური ცენტრი ახლოსაა ჩინეთის მთავარი სადაზვერვო ორგანოსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროსთან. წყარების თქმით, ანგარიშში ასევე ეწერა, რომ აშშ ჩინეთს ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მზრდად საფრთხედ და დასავლური დემოკრატიებისთვის გამოწვევად აღიქვამს. მათი თქმით, ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ ჩინეთის კომუნსუტური პარტიისთვის ძირის გამოთხრას საზოგადოებრივი ნდობის ძირის გამოთხრით აპირებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კორონავირუსით გამოწვეული ანტიჩინური განწყობები, შესაძლოა, ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტების (რაც რეალურად ჩინეთის გავლენის გაზრდის საშუალებაა) "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ინიციატივისთვის წინააღმდეგობის წყაროდ იქცეს. ასევე, ვაშინგტონმა, შესაძლოა, რეგიონალურ მოკავშირეებს ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიოს, რის შედეგადაც, როგორც ანაგრიშში წერია, აზიის უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო არამდგრადი გახდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ ამ საკითხზე შესაბამისი ინფორმაცია არ გააჩნია. CICIR კომენტარს არ აკეთებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებით, ჩინეთი კვლავ ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობების ძლიერი და სტაბილური განვითარების მომხრეა. წყაროების თქმით, ჩინეთის სადაზვერვოში ზოგიერთმა ანგარიში "ნოვიტოკის ტელეგრამას" შეადარა. 1946 წელს ვაშინგტონში საბჭოთა კავშირის ელჩის, ნიკოლაი ნოვიტოკის, მიერ დაწერილ ტელეგრამაში ის აშშ-ის ეკონომიკურ და სამხედრო მისწრაფებებზე საუბრობდა, რის შედეგად, საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ ევროპაში "ბუფერული ზონის" უზრუნველყოფა სჭირდებოდა. ნოვიტოკის წერილი იყო პასუხი ჯორჯ კენანის "გრძელ ტელეგრამაზე" რითაც ის ამბობდა, საბჭოთა კავშირი დასავლეთთან მშვიდობიან თანაარსებობას არ ესწრაფვოდა და შეკავება საუკეთესო გრძელვადიანი სტრატეგია იყო. ამ ორ დოკუმენტმა განავითარა სტრატეგიული აზროვნება, რომელმაც ცივი ომის ორივე მხარე განსაზღვრა. ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 1989 წელს პეკინში თიენანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დარბევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ჩინეთში თეინანმენი დარბევა ტაბუდადებული თემაა. 31 წლის წინ, თიენანმენის ჟლეტის შემდეგ, აშშ-მა ჩინეთს სანქციები დაუწესა, მათ შორის, იკრძალებოდა ან იზღუდებოდა შეიარაღების მიყიდვა და ტექნოლოგიური ტრანსფერები. "ტაბულა"
0