რატომ ყიდის თბილისის მერია იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. კორტების ტერიტორიას?

0
საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია იმ კორტებს ყიდის, რომელიც თავად დაიხსნეს კერძო მეწარმესგან. ცხადია, საზოგადოებას უჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ. კორტების გაყიდვა? სანამ უშალოდ ამ კითხვას გავცემდეთ პასუხს, გავიხსენოთ ამ მიწის ნაკვეთის ისტორია. ე.წ. კორტებს ტერიტორია, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს. წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს მთავრომ ეს მიწის ნაკვეთი უცხოურ დეველოპერულ კომპანიას მიჰყიდა, რომელმაც აღნიშნული მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. მეწარმეს აქ საცხოვრებელი და სასტუმრო შენობა-ნაგებობები უნდა აეშენებინა. აღნიშნულ მიწის ფართობზე, მესაკუთრესთან შეთანხმებისა და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, 2011 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის მშენებლობა და შედეგად, დღეის მდგომარეობით, ნაკვეთის დიდი ნაწილი დაკავებულია გზის ფართით. აღნიშნულმა გარემოებამ ასევე გამოიწვია მიწის დაყოფა მცირე ნაკვეთებად (რომელთაგან ერთ-ერთზე მდებარეობს ჩოგბურთის მოედნები) და შედეგად შემცირდა მიწის ფართობის ლიკვიდურობა, რითაც ქონების მესაკუთრეს მიადგა სოლიდური მატერიალური ზიანი. ამ ფაქტის თაობაზე დაზარალებულმა მესაკუთრემ ვენერა ალიშევამ მრავალჯერ მიმართა თბილისის მერიას სათანადო რეაგირებისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების თხოვნით, თუმცა ქალაქის წინამორბედ ხელმძღვანელებს ამაზე ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. 2016 წელს მოქალაქეები ონლაინ პეტიციის მეშვეობით ითხოვდნენ, რომ ყოფილი იპოდრომი თბილისის ცენტრალური პარკი გამხდარიყო. 2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ადგილი დედაქალაქსს დაუბრუნდებოდა. მისივე თქმით იპოდრომის მიმდებარედ ჩოგბურთის კორტების ტერიტორია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ურბანული პოლიტიკის მსხვერპლია და აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახალ სპორტულ კომპლექსს მოაწყობს. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში დაიბრუნა კერძო მფლობელისგან. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა. ყოფილი კორტების მიმდებარედ ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის საპრივატიზაციოდ. 7174 კვ.მ. ფართობი ღირებულება საწყის ეტაპზე დაახლოებით 5 მლნ ლარია. აღნიშნულ ტერიტორია აუქციონზე რამდენიმე დღეში გამოიტანენ. ამასთან, კორტების ტერიტორიის გასხვისება მოხდება გარკვეული პირობების თანახმად. ინვესტორი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას შეისყიდის ვალდებული იქნება ადგილზე სპორტული კომპლექსი აღადგინოს, ჩოგბურთის კორტებითა და აუზით; ასევე, უნდა მოეწყოს ფიტნეს კლუბი. პასუხი ცალსახად ნათელია, მერმა დანაპირები ნაწილობრივ შეასრულა, მან მართლაც გამოისყიდა აღნიშნული ტერიტორია. მართალია ე.წ. კორტების ტერიტორიის რეაბილიტაციაზე მერია არა, მაგრამ კერძო კომპანია იზრუნებს. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიწის არა ფულით გამოსყიდვა, არამედ ერთი ადგილის მეორეთი ჩანაცვლება მოხდა.
#იპოდრომიმიმდებარეტერიტორია
#თბილისისმერია
#კახაკალაძე
#ინვესტორი
#აუქციონი
#tbilisidaily
0